ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს გაიხსნება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს გაიხსნება. უნივერსიტეტის გახსნისა და სტუდენტების მიღების ცერემონია 13:00 საათზე დაიწყება. სტუდენტებს მიესალმებიან KIU-ს საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი და უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტი მსოფლიო სტანდარტისაა.
„მინდა გითხრათ ძალიან სასიხარულო ამბავი, ხვალ არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა. მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი და გახსნის ცერემონია თქვენ ყველამ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში იხილოთ,“- განაცხადა ჩხენკელმა 20 ოქტომბერს, უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

























