კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გრემის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე გადაუდებელ საკონსერვაციო ჩარევებს აწარმოებს

გრემის მთავარანგელოზის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე 2010-2011 წლებში განხორციელებული არასრულფასოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გადაუდებელ საკონსერვაციო ჩარევებს აწარმოებს. მათივე ცნობით, მნიშვნელოვანი სტრუქტურული დაზიანებების შედეგად, რაც გუმბათისა და სამრეკლოს კონუსის არქიტექტურულ ფრაგმენტებზეა გამოვლენილი, ტაძრის ინტერიერი წყლის ინფილტრაციის სერიოზული რისკის ქვეშ მოექცა.

ამჟამად სააგენტოს დაკვეთით, კავშირი „კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის ცენტრის“ სარესტავრაციო ჯგუფი გრემის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის გუმბათზე და სამრეკლოზე დროებითი ხარაჩოს მოწყობა ასრულებს, რომლის მეშვეობით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი არქიტექტურული ფრაგმენტები დროებითი გადახურვით დაიხურება.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, მიმდინარე კვირის 23 ოქტომბერს გრემის სამონასტრო კომპლექსს სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციის წევრი სპეციალისტები მოინახულებენ, რომლებიც ტაძრისა და სამრეკლოს გუმბათებზე გამოვლენილი დაზიანებების გადაუდებელ საკონსერვაციო მეთოდოლოგიას განსაზღვრავენ და საბჭოს განსახილველად წარუდგენენ. საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე კი დაჩქარებულ ვადებში დაიხვეწება სარესტავრაციო პროექტი, რომლის განხორციელებისთვის ეროვნულ სააგენტოს 150 ათასი ლარი უკვე გამოყოფილი აქვს. საკონსერვაციო პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ფარგლებში გამოიცვლება არსებული კრამიტიც, რომელიც ტრადიციული წესით - თიხის დაწნეხვის, დაფერვისა და მოჭიქვის მეთოდით უკვე დამზადებულია და შრობის პროცესშია.

გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევებისა და წყლის ინფილტრაციის რისკის გამორიცხვის შემდეგ, ეროვნული სააგენტოს დაკვეთითვე, მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფი გრემის მთავარანგელოზის ტაძრის მხატვრობის საკონსერვაციო პროექტის კვლევით-მოსამზადებელ სამუშაოებს დაიწყებს, რომლის საფუძველზე ეროვნული კატეგორიის ძეგლის კედლის მხატვრობის კონსერვაცია 2021 წლიდან წარიმართება.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს