ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 76 ახალი შემთხვევიდან, 40 რუსთავში დაფიქსირდა

ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 76 ახალი შემთხვევიდან, 40 რუსთავში დაფიქსირდა

ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 76 ახალი შემთხვევიდან, 40 რუსთავში დაფიქსირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში განუცხადეს, 31 შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია, 9 შემთხვევის ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ახალი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

29 აგვისტოდან დღემდე რუსთავში კრონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300-ს მიაღწია.