პრემიერი - არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს

არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრემიერის თქმით, საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის ადამიანი, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში, მსუბუქი ფორმები და უსიმპტომო პაციენტები იმართებიან სახლიდან. ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს დავეხმაროთ, სახლში მკურნალობასა და საავადმყოფოში მკურნალობას შორის გავაჩინეთ დამატებითი ბუფერი, რასაც ვეძახით კოვიდსასტუმროს.

ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა სახლში იზოლირებულად გაიაროს მკურნალობა. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა, რომ რამდენიმე თაობა ვცხოვრობთ ერთად, ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ხანდაზმული მოხუცები არ დავაყენოთ ინფიცირების რისკის ქვეშ. ვისაც აქვს სურვილი და არ აქვს შესაძლებლობა იზოლირებული იყოს, კოვიდსასტუმროში გადავიყვანთ. ეს გვაძლევს საშუალებას მოქალაქეებს ექიმების მეთვალყურეობით ვუმკურნალოთ.

საავადმყოფოში უნდა მოხვდეს ის ადამიანი, ვისაც აუცილებლად სჭირდება საავადმყოფო. ესენი არიან ფეხმძიმე ქალბატონები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადების მატარებლები. არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმისთვის, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს. ეს უპასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენივე თანამოქალაქეებს, ვისაც სჭირდება, მის ადგილს ვიკავებთ ისე, რომ არ არის ამის აუცილებლობა“,-განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია