ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2020

შეიცვლება თუ არა პარტიების რეიტინგი არჩევნებამდე დარჩენილ 10 დღეში - რა შემთხვევაში იქნება პროტესტი

"საშველი არის ის, რომ ყველამ მოიხადოს ეს ვირუსი” – როგორ შევაკავოთ პანდემია

***

შეიცვლება თუ არა პარტიების რეიტინგი არჩევნებამდე დარჩენილ 10 დღეში - რა შემთხვევაში იქნება პროტესტი

“საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ათი დღეა დარჩენილი, ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბერს ხელისუფლება შეიცვლება, ხოლო მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლას მესამედაც შეძლებს - შესაძლებელია თუ არა, რომ დარჩენილ დროში პარტიების რეიტინგი შეიცვალოს და რა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინოს ამაზე გავლენა? აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ყოველი მომდევნო სოციოლოგიური კვლევის შედეგებში პარტიების რეიტინგი იცვლება, გადაუწყვეტელი ამომრჩეველიც შესაძლოა ითქვას, რომ ნელ-ნელა პოზიციას აყალიბებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შეიცვლება თუ არა პარტიების რეიტინგი არჩევნებამდე დარჩენილ 10 დღეში - რა შემთხვევაში იქნება პროტესტი

"როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, დარჩენილ ათ დღეში, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს აკრიტიკებენ, შესაძლოა მათმა რეიტინგმა დაიწიოს. საინტერესო და ტრაგიკომიკური ოპოზიციური პარტიებისთვის ისაა, რომ ისინი გაერთიანების ნაცვლად ერთმანეთს დაერივნენ და აკრიტიკებენ, რაც მათი დასუსტების პირდაპირი მანიშნებელია, მე თვითონაც ამერია ვინ ვისკენაა და ვინ ვის წინააღმდეგია, რაც არ უწყობს ხელს იმას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში მეტი შანსები მოიპოვონ. ეს პირიქით, „ქართულ ოცნებას უფრო აძლიერებს, იმის მაგივრად, რომ გაერთიანდნენ, თუ უნდათ, რომ „ქართულ ოცნებას" აჯობონ, ისინი ერთმანეთს აკრიტიკებენ. დარჩენილ ათ დღეში რა მოხდება, პროვოკაციებს ჩაიდენს თუ არა „ნაც"-ოპოზიციური ფლანგი ესეც საკითხავია, დიდი ალბათობით შეიძლება ჩაიდინონ, მაგრამ ეს მათ კიდევ უფრო დაასუსტებს იმიტომ, რომ ხალხს სტაბილურობა და საარჩევნო ყუთთან ქვეყნის ბედის გადაწყვეტა უნდა და არა ქუჩაში სასტვენებით წივილ-კივილი" - განაცხადა მან”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ფიქრობს, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციებით გამოვიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ველოდები, რომ "ნაც"-ოპოზიციური მხრიდან საპროტესტო გამოსვლები იქნება, ველოდები, რომ „ნაციონალებთან" აფილირებული რამდენიმე ენჯეო ისეთ განცხადებას გააკეთებს, რომ თითქოს ცალკეული საარჩევნო დარღვევები სისტემური დარღვევები იყო და ამ არჩევნების დელეგიტიმაციას შეეცდებიან, მაგრამ ეს არ გამოუვათ. ეს არჩევნები ნორმალურად ჩატარდება, ცხადია ხარვეზებით, ასეთი ხარვეზები შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთშიცაა, მაგრამ არა სისტემური, ბუნებრივია მათ (ოპოზიციის ნაწილს) ექნებათ ამისი მცდელობა, მაგრამ როგორც ჩვენ უწინ მათი საპროტესტო აქციები ვნახეთ, იქნება რაღაც 200-300 კაციანი, რომელსაც „ნაც"-ტელევიზიები აჩვენებენ თითქოს ეს ნახევარმილიონიანია. თუმცა, რეალობა ქუჩაშიც და შენობებშიც სულ სხვა იქნება. ასე რომ, ველოდები, რომ არჩევნები მშვიდად და ნორმალურად ჩაივლის, ცალკეული ექსცესები იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეს არ დადგება."- განაცხადა აბაშიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"განსხვავებნული აზრისაა ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე, იგი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მოცემულ პერიოდში პანდემიის კრიზისიდან გამომდინარე შესაძლოა „ქართული ოცნების" რეიტინგი შემცირდეს. ამ ათ დღეში პარტიების რეიტინგი შესაძლოა გარკვეულწილად შეიცვალოს, მაგალითად - „ქართული ოცნების" რეიტინგი შესაძლოა იმის გამო შემცირდეს, რომ ინფიცირების შემთხვევები მატულობს. ზაფხულის პერიოდში „ოცნების" რეიტინგი იმით იყო განპირობებული, რომ ხელისუფლება პირველ კრიზისს წარმატებით გაუმკლავდა. ახლა კი ჩანს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობით იგივე მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს გადავაჭარბეთ, ამიტომაც შესაძლებელია, რომ რეიტინგის ცვლილება მოხდეს. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მგონია, რომ ამ ხნის განმავლობაში მათ შორის ურთიერთკრიტიკა არ იქნება, თორემ ესეც მათ რეიტინგზე მოქმედებს. ბევრი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ჩვენ კი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ვართო, მაგრამ თუ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან და აკრიტიკებენ, ისინი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში რა მოხდება და რა გარანტია გვექნება, რომ ისინი ქვეყანას დემოკრატიული პრინციპით წარმართავენო. გარკვეული ცვლილებები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ, ძირითადად ეს შესაძლოა "ოცნების" რეიტინგზე აისახოს, სხვა მხრივ ხელისუფლება კი ცდილობდა დავით გარეჯზე პრობლემის შექმნას, მაგრამ არა მგონია ამან ისე იმუშაოს, როგორც თავის დროზე ციხის კადრებმა იმუშავა" - განაცხადა მან. როგორც მანვე განაცხადა, არჩევნების შემდგომ საპროტესტო ტალღა გაყალბებისა და დარღვევების შემთხვევაში იქნება. არჩევნების შემდგომ საპროტესტო ტალღა იმ შემთხვევაში იქნება, თუ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსებს გამოიყენებს და არჩევნების გაყალბება მოხდება, თუ ეგზიტპოლების შედეგები ცესკოს მონაცემებს არ დაემთხვევა, ან ადგილი დარღვევებს ექნება" - განაცხადა ჩიტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

"საშველი არის ის, რომ ყველამ მოიხადოს ეს ვირუსი” – როგორ შევაკავოთ პანდემია

“კორონა არის ვირუსული ინფექცია, რომელიც უნდა მოვიხადოთ ყველამ. გრიპზეც აპოკალიფსი ხდება, როცა მთელი მსოფლიო გრიპით არის ხოლმე შეპყრობილი? ესე არ შეიძლება საუბარი და პანიკის დათესვა" - ასე ეხმაურება ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომ თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ მთავრობა ხალხს შეატყობინებს. პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე. დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით. ამის პრობლემა საბჭოს არცერთ წევრს არასოდეს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამ ტრიბუნიდან ყვებიან და რაც არ უნდა მწარე იყოს ამის თქმას არ მოვერიდებით. ამიტომ, გთხოვთ ინფორმაციი სწყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმევა და ოფიციალური წყაროებიდან ვრცელდება", - განაცხადა მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "საშველი არის ის, რომ ყველამ მოიხადოს ეს ვირუსი” – როგორ შევაკავოთ პანდემია

"ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებებისგან მთავრობის წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ. ჩემი აზრით სიტყვების ესე რახარუხი არ შეიძლება, რადგან საზოგადოებას ექმნება იმის მოლოდინი, რომ რაღაც კატასტროფა ხდება. აპოკალიფსის მნიშნელობა ყველამ კარგად ვიცით, ეს არის წარღვნა და წყალდიდობა. კორონა არის ვირუსული ინფექცია, რომელიც უნდა მოვიხადოთ ყველამ. გრიპზეც აპოკალიფსი ხდება, როცა მთელი მსოფლიო გრიპით არის ხოლმე შეპყრობილი? ესე არ შეიძლება საუბარი და პანიკის დათესვა. აპოკალიფსი იქნება იმ შემთხვევაში, თუ შავი ჭირის მსგავსად გაიზრდება სიკვდილიანობა. ჩვენ ვიცით, რომ დიდი და პატარა, ყველა ამას ეწირებოდა. ასეთი ვითარება რომ იყოს, კიდევ გამართლებული იქნებოდა სიტყვა აპოკალიფსი, მაგრამ ახლა ასეთი ვითარება არ არის, რადგან 10 თუ იღუპეპა 100 ჯანმრთელდება. ერთადერთი იმუნიტეტი თუ არ ჩამოგვიყალიბდა ამ ინფექციის მიმართ და განმეორებითი შემთხვევები დაიწყოს, ამან შეიძლება სერიოზულად მძიმე ვითარება შექმნას. ცუდი ისაა, რომ ვირუსთან საბრძოლველად იმუნიტეტი ჯერ არ ფიქსირდება, თუმცა, ამის მიუხედავად სიტყვა აპოკალიფსი არ უნდა გამოვიყენოთ არავითარ შემთხვევაში, ეს სირცხვილია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმ ღონისძიებებზე უკეთესი, რაც ახლა ტარდება, ფიზიკურად არ გვაქვს. ერთადერთი სხვა ალტერნატივა არის თუ მთლიანად მოხდება ჩაკეტვა, როგორც ეს მარტში იყო. ესეც შედარებით გააუმჯობესებს ვითარებას, თუმცა არა რადიკალურად, რადგან უკვე მასიურია ინფიცირება, რაც უფრო მეტად აძლიერებს ვირუსს. როდესაც ხდება ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადება, ვირუსი უფრო მეტად ძლიერდება. ამ შემთხვევაში გაძლიერდა მისი გადამდებლობის უნარი. ამის ნათელი მაგალითია, როცა თავიდან 2-3 შემთხვევა ფიქსირდებოდა, მაგრამ ახლა უკვე ვირუსს გადასულ ორგანიზმში გაძლების უნარიც გამოუმუშავდა. ერთი საშველი ამ ვითარებაში არის ის, რომ ყველამ მოიხადოს ეს ვირუსი, თუ კი ამისთვის დროებითი იმუნიტეტი მაინც იარსებებს და მეორე - თუ შემოვა ვაქცინა. ანტივირუსული პრეპარატი არ იქნება ეპიდემიოლოგიური დაცვა. ვირუსისგან დაგვიცავს მხოლოდ ვაქცინა და ისევ ის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება, ხოლო ამ ვირუსის შემთხვევაში ვინც დაიღუპა, მათ თანმდევი მძიმე დაავადებები ჰქონდათ. იმდენად მძიმე პაციენტებზეა საუბარი, რომ ჩვეულებრივი ვირუსიც ალბათ იგივენაირ შედეგს მისცემდა სამწუხაროდ”, - განაგრძობს გამოცემა.

“მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის ჩაკეტვა უკვე დიდ შედეგს აღარ გამოიწვევს. მთავარია, ინფექცია სხვა ქვეყნებიდან დამატებით არ შემოვიდეს. ელემენტარულად თუ მოხდება თავდაცვა და რეკომენდაციების გათვალისწინება ეს უკვე შეღავათია. ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ხალხის მდგომარეობა ძალიან ცუდ ვითარებაშია და ამათ კიდევ რომ ჩავუკეტოთ ქვეყანა და სამსახურები წავართავთ, მაშინ კეთილი უნდა ინებოს მთავრობამ, რომ აუნაზღაუროს ყველას მატერიალური დანაკლისი. ამას ვერავინ ვერ გააკეთებს, იმდენად დიდი იქნება ეს ზარალი. შესაბამისად ჯობს ისევ ამ მდგომარეობით შევინარჩუნოთ, ის რაც გვაქვს და მაქსიმალურად მოვუწოდოთ ყველას პირბადეების სწორად მოხმარებისკენ. მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს, მოვერიდოთ ტრასპორტს თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის და თუ ავდივართ ატობუსში, იქაც სწორად გავიკეთოთ პირბადე. სხვანაირად ჩვენი ქვეყანა არაა ისეთ ძლიერ ეკონომიკურ და მატერიალურ დგომარეობაში, რომ უცბად ყველაფერი ჩავკეტოთ და დავსვათ ხალხი სახლში. ვინ აჭმევს მერე ამ ხალხს? აღარ ვსაუბრობ ტანსაცმელზე და სხვა ნივთებზე, ელემენტარულად სასმელი წყალი სჭირდებათ ადამიანებს, ვინ გადაუხდის გადასახადებს? ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა რომელიც გვაქვს და ვეცადოთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის ხარჯზე არ გავაუარესოთ არსებული ვითარება,"- ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას”, - წერს სტატიის ავტორი.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება