გოჩა ენუქიძე - მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ონის განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება

„მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ონის განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება",- ამის შესახებ, " ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ქალაქ ონში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ონი რეგიონის ისტორიული მხარეა, მდიდარი კულტურული ძეგლებითა და ბუნების მრავალფეროვნებით.

„სწორედ ამ პოტენციალის სწორად გამოყენებას ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა ონი-საჩხერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის პროცესი, სოფლების ინტენსიური გაზიფიცირება, საგზაო, საკანალიზაციო და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ინტერნეტიზაციის პროცესი.მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ონის განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება", -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა