ირაკლი კობახიძე - როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, 19 მძევალი გასათავისუფლებელია და “გლავ კანალის“ და “პერვი კანალის“ ჟურნალისტი პრემიერს დანაშაულის სტატისტიკაზე ეკითხება, ეს არის სირცხვილი

როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, 19-მძევალი გასათავისუფლებელია და “გლავ კანალის“ და “პერვი კანალის“ ჟურნალისტი პრემიერ გახარიას დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება, ეს არის სირცხვილი, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მან დღეს ისიც განაცხადა, რომ მედიის კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

ჟურნალისტების გარდა, კობახიძემ პოლიტიკური ოპოზიციაც გააკრიტიკა.

“პოლიტიკოსების მხრიდან ათზე მეტი განცხადება გაკეთდა. ეს პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა იყო, რაც ასეთ ვითარებაში გამაოგნებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა