ნიკა მელია - ხელისუფლება ჭირშიც კი ასხვავებს მოქალაქეებს და მძევლებს შორის პოლიტიკური ნიშნით იდენტიფიცირებას ახდენს, ეს ყოველგვარ კრიტიკას სცდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს, ზუგდიდში დაგეგმილი კამპანიური სახის შეხვედრა/აქცია გადაიდო. აღნიშნულის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ზუგდიდში განაცხადა.

„დაგეგმილი იყო კამპანიური შეხვედრა. თუმცა, ახლა ამ შეხვედრის ჩატარება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია და მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი უკვე მობილიზებულია, ჩვენ ვაუქმებთ შეკრებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მძევლების ოჯახებს. აქვე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ხელისუფლების პოზიციას - იმის ნაცვლად, რომ გამოსავალი მოძებნონ, ისინი ჭირშიც კი ასხვავებენ მოქალაქეებს და მძევლებს შორის პოლიტიკური ნიშნით იდენტიფიცირებას ახდენენ. პოლიტიზირებული შსს ამბობს, რომ ერთ-ერთი მძევალი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. ეს ყოველგვარ კრიტიკას სცდება. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვისაუბროთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მშვიდობიანად დასრულდეს ეს ოპერაცია“, - განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა