ვლადიმერ ბორცვაძე - მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შს სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თავდამსხმელთან, რომელსაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები ჰყავს აყვანილი, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ბორცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ მძევლები სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

„როგორც ნახეთ, მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში“,- განაცხადა ბორცვაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს