ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 390 ადამიანს ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3172-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 124 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 30-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 76 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1278 გახდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 ადამიანი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა