სამ მძევალს შორის, რომელთან ერთადაც "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა ტერიტორია დატოვა, ერთ-ერთი სავარაუდოდ, სამხარეო პოლიციის უფროსია

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა. გავრცელებული ცნობით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და ბანკში თანხა, რომელიც თავდამსხმელმა მოითხოვა, გალდავამ მიიტანა.

მედიამ თავდამსხმელის მიერ მძევლებთან ერთად ბანკის დატოვების კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, რომ შეიარაღებულ პირს სამი ადამიანი ხელშეკრული გამოჰყავს. ამასთან, ვიდეომასალის მიხედვით, თავდამსხმელი ბანკიდან ხელაწეული გამოდის, რომელშიც სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეჭირა.

არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთ-ერთი სოფლისკენ დაიძრა, სადაც ვერტმფრენის განთავსებაა შესაძლებელი.

შსს-ში ამ დროისთვის ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა