გაეროს ბავშვთა ფონდმა რუსთავის მერიას პირადი თავდაცვისა და ჰიგიენის  საშუალებები გადასცა

გაეროს ბავშვთა ფონდმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, COVID-19-ის გავრცელების შეჩერებაში, მთავრობის მხარდაჭერის მიზნით, რუსთავის მერიას თავდაცვისა და ჰიგიენის საშუალებები გადასცა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პერსონალური დაცვის საშუალებები, კერძოდ დეზობარიერები, ხელისა და ზედაპირის სადეზინფექციო ხსნარები, ანტიბაქტერიული საპნები, ციფრული თერმომეტრები რუსთავის ოცდაერთივე საბავშვო ბაღზე გადანაწილდება.

რუსთავის ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი ტვირთი, დღეს, #10-ე ბაგა-ბაღში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის დეპარტამენტის დირექტორმა ადამ შმიტმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ემი კლენსიმ, რუსთავის მერს ირაკლი ტააბღუას გადასცეს.

,,საშუალებები, რომლებიც დღეს ჩვენ აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით გადავეცით რუსთავს, დაეხმარება ბავშვებს, მასწავლებლებსა და მზრუნველებს საბავშვო ბაღებში უსაფრთხოდ გააგრძელონ სწავლა. გაეროს ბავშვთა ფონდი, მხარს უჭერს სკოლებისა და სკოლამდელი საღმზრდელო დაწესებულებების უსაფრთხო გახსნას, მაგრამ ამავე დროს, აუცილებელია დაწესებულებები უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო წყლით, დაცული იქნას ჰიგიენა და სანიტარული ნორმები, ჩატარდეს რეგულარული სადეზინფექციო სამუშაოები“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ემი კლენსიმ.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ კი საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს ბავშვთა ფონდს და ამერიკის განვითარების სააგენტოს, რომელთაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დღეს გადმოგვცეს საჩუქრად სადეზინფექციო საშუალებები, დეზობარიერები და ელექტრო თერმომეტრები. ეს დახმარება ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამ ორგანიზაციებს გაწეული ქველმოქმედებისთვის. მიღებული ტვირთით შეივსება ბაღებში არსებული სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებების მარაგი“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

გაეროს ბავშვთა ფონდმა სადეზინფექციო საშუალებები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის, ჯამში 336 საბავშვო ბაღს გადასცა.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებები შეძენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოში COVID-19-ის პრევენცია და მასზე რეაგირება“ ფარგლებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა