ზუგდიდის პოლიციაში „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული მარშის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიორგი გაბედავა გამოიკითხა

„ქართული მარშის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი გაბედავა პოლიციაში გამოიკითხა.

როგორც გაბედავამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავებს მასთან ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობის მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ჰქონდათ კითხვები.

გაბედავას ინფორმაციით, უწყებას აინტერესებდა, იცნობდა თუ არა ის თავდამსხმელს.

„აინტერესებდათ, ვიცნობდი თუ არა თავდამსხმელს. მე არ ვიცნობდი, მაგრამ გავარკვიე, ვინც იყო ეს ადამიანი. ეს ადამიანი იყო გიგი უგულავას ერთ-ერთი ზონდერი, რომელიც უკნიდან მომეპარა და ზუგდიდელებმა, რაც უქნეს ნახეთ ალბათ, ყველამ. დანარჩენს გამოძიება გეტყვით, მე არ მაქვს უფლება, რომ გავახმაურო იმიტომ, რომ ეს საქმე ჯერ არ არის დამთავრებული. საერთოდ არ ვიცნობდი ამ ადამიანს, უგულავასთან დაპირისპირების შემდეგ მომიგზავნეს. დაპირისპირება მოხდა იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც მიაძახა და ამ ადამიანს უგულავას გინებით შემოესივნენ და დაუწყეს ლაპარაკი, თუ რატომ ახსენებ საერთოდ უგულავასო. მე ამ ადამიანს გამოვესარჩლე და ვუთხარი, რომ ამ ადამიანს აქვს უფლება თქვას, რაც უნდა. ამის შემდეგ დამესივნენ და უგულავამ დაიწყო შეურაცხყოფა, რაზეც პასუხი მიიღო“, - აღნიშნა გაბედავამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობის მიმდებარედ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ერთმანეთს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” წევრები დაუპირისპირდნენ.

ჩხუბში მონაწილეობდნენ “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა და “ქართული მარშის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა