ფოთის მუნიციპალიტეტს ნოემბრიდან განახლებული ავტოპარკი ექნება

ფოთის მუნიციპალიტეტში ავტოპარკის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი არსებულ ტრანსპორტთან ერთად, იმ 10 ახალ ავტობუსს მოემსახურება, რომელსაც ქალაქი “საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ავტოპარკის მშენებლობა და 10 ახალი ავტობუსის შემოყვანა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ფოთელებისათვის ქალაქში გადაადგილებას მეტად კომფორტულს გახდის.

„ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დღეისათვის მოქალაქეებისთვის ნაკლებად მიმზიდველია მოძველებული ტრანსპორტის გამო. ავტოპარკის განახლების შემდეგ საჯარო ტრანსპორტით სარგებლობა გაიზრდება. ახალი ვტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. ქალაქის ფუნქციონირებას და მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოწესრიგებული საჯარო ტრანსპორტი, როგორც სწრაფი, ეფექტური და იაფი გადაადგილების საშუალება. ფოთის საქალაქო განვითარებისთვის აუცილებელია საჯარო ტრანსპორტის განვითარება და მისი თანამედროვე გამოწვევებზე მორგება“, - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

ავტოპარკის სამშნებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "იმედი" ასრულებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა