ამირან გამყრელიძე - სულ მცირე წელიწადნახევარი  კოვიდთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც ცხვირსახოცი გვიდევს ჯიბეში

უნდა მივეჩვიოთ, რომ ეს პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც ცხვირსახოცი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სულ მცირე წელიწადნახევარი საზოგადოებას კოვიდთან ერთად ცხოვრება მოუწევს.

„ჩვენ კიდევ კარგა ხანს კოვიდთან ერთად უნდა ვიცხოვროთ, ხშირად მეკითხებიან რამდენია ეს კარგა ხანს? და ჩემი პასუხია: სულ მცირე წელიწადნახევარი. უნდა მივეჩვიოთ, რომ ეს პირბადე ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი გახდება, როგორც ცხვირსახოცი გვიდევს ჯიბეში და დიახ, პირბადე უნდა გვქონდეს სახეზე. ჯერჯერობით ამაზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი მედიცინამ ვერ გამოიგონა. ეფექტურობა ცნობილია, ამ პირბადის - ჩვენ, როდესაც გვიკეთია, გავრცელების მაჩვენებელი 50-დან 70%-მდე მცირდება, ხოლო ორი ადამიანის ურთიერთობის დროს გადადების რისკი 90%-ით მცირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა