გიგი უგულავა მძევლების ჩანაცვლებაზე - მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი ? რა არის აქ საღლიცინო და საპოპულიზმო

მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი ? რა არის აქ საღლიცინო და საპოპულიზმო, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საზოგადოების ნაწილის შეფასებებს, რომელიც „საქართველოს ბანკში“ გუშინ აყვანილი მძევლების ჩანაცვლების შესახებ უგულავას ინიციატივას მოჰყვა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, არ იყო გამორიცხული, რომ თავდამსხმელს ბანკში მყოფი ადამიანების ნაცვლად, პოლიტიკოსის მძევლად აყვანა მოესურვებინა და თუ ამისი 1%-იანი შანსი მაინც იყო, ცდად ღირდა.

„რაც ვთქვი გუშინ, ვიყავი აბსოლუტურად გულწრფელი და ეს რომ გამოსულიყო, თქვენ რა ეჭვი გეპარებათ ერთი წუთით, რომ მე მზად ვიყავი და ამას ვიზამდი ?

ვისაც პოპულიზმი ჰგონია, პოპულიზმი არის, როდესაც რაღაცას იტყვი და იქიდან არაფერი გამოვა და თუ ერთი პროცენტი არსებობს შანსი, რომ გამოვიდეს, მაშინ ეს რისკი არის და მე ამ რისკს, ბუნებრივია, ავიღებდი. თუ პოლიციის უფროსი წავიდა ამ რისკზე, მე მას მადლობას ვუხდი მხოლოდ, მეტს არაფერს, რატომ არ შეიძლება, მსგავსი რამე პოლიტიკოსს გაეკეთებინა ? ან რატომ არ შეიძლება, იმას მოენდომებინა ხალხის ნაცვლად პოლიტიკოსი ყოფილიყო? თუ ერთი პროცენტი არსებობდა შანსი, რატომ არ უნდა გვეცადა? მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი ? რა არის აქ საღლიცინო და საპოპულიზმო? ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს, სულ არ დავეძებ. მთავარია, რომ მძევლების ნაწილში კარგად და უსაფრთხოდ დამთავრდა. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო მიზერულია შანსი, ხელისუფლებამ ის მოძალადე პირი დააკავოს. ასეთ დროს თუ ცხელ კვალზე აკავებ, აკავებ. სხვა შემთხვევაში, როცა იქით არაკონტროლირებადი ტერიტორიაა ძალიან ახლოს და პრაქტიკულად, 24 საათია თითქმის გასული, მე ვეჭვობ, რომ ამას ვერ შეძლებს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც 24 საათზე მეტი გავიდა და ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო ეს პირი და მაღალი ალბათობით, პოლიციას არც აქვს დადგენილი ვისზეა საუბარი,“- განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ გუშინ მზადყოფნა გამოთქვა, მძევლებს ჩანაცვლებოდა, თუ თავდამსხმელი ამის სურვილს გამოთქვამდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა