ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელს, რომელმაც მძევლები აიყვანა, ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს

დამნაშავეს, რომელმაც გუშინ ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ ადამიანები მძევლად აიყვანა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ე.წ. რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის“ ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა განუცხადა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლატიპოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად, სასაზღვრო პასუხისმგებლობის ზონაში მიღებული იქნება ყველა აუცილებლი ზომა, რათა არ დაუშვან დამნაშავის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა.

დღესვე, „რესპუბლიკის“ უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ თქვა, რომ არარეალურად მიიჩნევს დამნაშავის მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობას.

მისივე თქმით, დაკავების შემთხვევაში, დამნაშავეს ქართულ მხარეს გადასცემენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს