ირაკლი ჩიქოვანი - საზოგადოებაში იგრძნობა „ქართული ოცნების" გამოკვეთილი მხარდაჭერა და ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებშიმოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, კანდიდატი დღეს მოქალაქეებს სოფელ ოირემესა და ინგირში შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა მმართველი გუნდის პროგრამასა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

"საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ და პროდუქტიულ შეხვედრებს ჩვენს მოსახლეობასთან ზუგდიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა ოირემეში და ინგირში. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ადგილობრივების აზრით პრიორიტეტული უნდა იყოს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, არსებობს საკითხები, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება გადაწყვეტა, საზოგადოებას აქვს საკუთარი პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებით და მათი ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით ჩვენ ერთად შევძლებთ ამ საკითხების საბოლოოდ გადაჭრას. ჩვენ აქტიურ დიალოგს გავაგრძელებთ არჩევნების შემდგომაც და უკვე გადავალთ საკითხების გადაწყვეტის რეჟიმში.

საზოგადოებაში იგრძნობა „ქართული ოცნების" გამოკვეთილი მხარდაჭერა და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ. დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს ზუგდიდი თავის არჩევანს ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს", - განაცხადა ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა