ბათუმში საკონდიტრო მაღაზია გატეხეს

ბათუმში საკონდიტრო მაღაზია გატეხეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე საკონდიტრო მაღაზია გატეხეს. როგორც საცხობის მეპატრონე აცხადებს, მაღაზიიდან წაღებულია თანხა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

"გვერდით საცხობის გატეხვასაც ცდილობდნენ, თუმცა იქ მეპატრონემ მიუსწრო",- აცხადებენ შემთხვევის ადგილზე მყოფები.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.