აჭარაში კოვიდ კლინიკებში 641 პაციენტი მკურნალობს, მართვით სუნთქვაზე 12 პაციენტი იმყოფება

აჭარაში კორონავირუსისგან საერთო ჯამში 6106 პირი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, აჭარაში კოვიდ კლინიკებში 641 პაციენტი მკურნალობს, ხოლო მართვით სუნთქვაზე 12 პაციენტი იმყოფება.

"გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 181 კოვიდ დადებითი პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 487 ახალი შემთხვევა. 80 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთვის აპარატზე 12 იმყოფება. Covid სასტუმროებში 1110 ადამიანია მოთავსებული, ხოლო 2205 პირი კარანტინში იმყოფება",- აცხადებენ უწყებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს