ქუთაისში "ევროპული საქართველოს" წევრის ავტომობილი დააზიანეს

ქუთაისში "ევროპული საქართველოს" წევრის ავტომობილი დააზიანეს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლის, დავით გოგისვანიძის ინფორმაციით, დაზიანებულია მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ავტომობილი, ჩამსხვრეულია მანქანის მინები.

პარტიაში მომხდარს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებენ.

„ჩვენი აქტივისტის ავტომობილია. დილით ნახა, რომ ჩამსხვრეულია მინები, ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება პოლიტიკურ აქტიურობას. თბილისში ვიყავით აქციაზე და გუშინ ასეთი რამ მოხდა“, - განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, დაწყებულია მოკვლევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა