გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტში სოფელ გლოლას მოსახლეობას შეხვდა

გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტში სოფელ გლოლას მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტში სოფელ გლოლას მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სტატუსის მქონე, გლოლაში, საბავშო ბაღი აშენდა, რეაბილიტირდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის ცალკეული მონაკვეთები, წყალმომარაგების ქსელი, გზის სავალი ნაწილები და სანიაღვრე არხები.

„გლოლის თემში ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს სოციალური პროგრამებითა და საგადასახადო შეღავათებით, რაც მათი ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია“, - აცხადებს გოჩა ენუქიძე.