გოჩა ენუქიძე - ჩვენმა გუნდმა ღირსეულად უპასუხა ონის სტიქიის გამოწვევას

გოჩა ენუქიძე - ჩვენმა გუნდმა ღირსეულად უპასუხა ონის სტიქიის გამოწვევას

ჩვენმა გუნდმა ღირსეულად უპასუხა ონის სტიქიის გამოწვევას”,-ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ წინასაარჩევნო კამპანიისას ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღების თემის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ღების თემი უდიდესი ტურისტული პოტენცილით გამოირჩევა, სადაც რეაბილიტირდა საჯარო სკოლა, ეწყობა გზის დამცავი და ნაპირსამაგრი გაბიონები, რეაბილიტირდება საგზაო ინფრასტრუქტურა, როგორც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ისე შიდა სასოფლო.

"ჩვენმა გუნმდა ღირსეულად უპასუხა ონის სტიქიის გამოწვევას და კოორდინირებული მუშაობით მალევე აღადგინა საგზაო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვაცნობიერებთ პრობლემებს და პასუხისმგებლობით ვეკიდებით მათი გადაჭრის უმოკლეს გზებს", - აცხადებს გოჩა ენუქიძე. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.