სვანეთში, რამდენიმე დღის წინ ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზე ხანძარი გაჩნდა

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში ხანძარია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია.

„კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 50 მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური აღჭურვილობით და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები. დამატებითი ძალების მობილიზება ხდება თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ადგილზე მყოფ 50 მეხანძრეს გვიან ღამით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის - დავით სუხიშვილის ხელმძღვანელობით, 100-კაციანი ჯგუფი შეუერთდება.

მზადყოფნაშია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება”,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა