ირაკლი ჩიქოვანმა მეწარმეებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ილია თამარაშვილთან ერთად, მეწარმეებსა და სტარტაპერებს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კანდიდატმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და იმ კონკრეტულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკასა და შიდა წარმოებას.

,,საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ყურადღება გავამახვილეთ უკვე მიღწეულ შედეგებზე იმ პროგრამებით, რომლებიც სახელმწიფომ მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად განახორციელა. ასევე, ვისაუბრეთ კონკრეტულ გეგმებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და ქვეყნის შიდა წარმოებას, რამაც კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები უნდა შექმნას და უფრო მეტი დასაქმებული უნდა გააჩინოს ჩვენს ქვეყანაში. უმნიშვნელოვანესია, რომ ასეთ ადამიანებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი და მე შემდგომში, როგორც მათმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავიღე ვალდებულება, რომ ვიყო მათ გვერდში, დავიცვა მათი ინტერესები და ვიყო მათი ხმამაღალი ხმა საქართველოს პარლამენტში“, -აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ზუგდიდში შეიქმნა 13 აგრო საწარმო და გაფართოვდა 17, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 476 პირმა, 343 ჰექტარ ფართობზე გაშენდა ხეხილის ბაღები. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მხარი დაეჭირა 197 პროექტს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა