ირმა ნადირაშვილი - „ოცნება“ სუს-ს და შსს-ს იყენებს არა კრიმინალთან საბრძოლველად, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იყენებს არა კრიმინალთან საბრძოლველად, არამედ თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნის რამდენიმე დღე დარჩა, რის შემდეგაც ის ვეღარ შეძლებს ქვეყნის ჩამოქცევას.

„ფაქტი ერთია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუს-ი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური იარაღია. ისინი არ ასრულებენ თავის მთავარ მოვალეობას, კრიმინალთან ბრძოლას, ისინი ჩართულები არიან არჩევნებში და სუს-ით და პოლიციით თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ებრძვიან.

ამას მოჰყვა ინსტიტუტების ჩამოშლა და კრიმინალის აფეთქება. ზუგდიდში რაც მოხდა ძარცვის და ყაჩაღობის პირდაპირი წახალისება იყო.

შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში ყოფნის სულ რამდენიმე დღე დარჩა. ამის შემდეგ ის ქვეყნის დაზიანებასა და ჩამოქცევას ვეღარ შეძლებს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა