რუსთავის 23-ე ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

რუსთავის 23-ე ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

რუსთავის 23-ე ბაგა-ბაღში სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა განაცხადა, კოვიდ 19 ბაგა-ბაღის თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყვიტეს.

"ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ბაღში სადაც ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი, სწავლა შევწყვიტეთ. ყველა თანამშრომელი გადასულია თვითიზოლაციაში", - განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.

სასწავლო პროცესი #23 ბაგა-ბაღის გარდა, დღეისათვის, ქალაქის ოთხ საჯარო სკოლაშია შეწყვეტილი. როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, კორონავირუსული ინფექცია, ამ დროისთვის ექვს პედაგოგს, მანდატურსა და 11 მოსწავლეს აქვს დადასტურებული.