ნიკა მელია - ოლიგარქს არ უწერია ამ ქვეყნის ხელში ჩაგდება სამუდამოდ

ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხალხი არაფერს ნიშნავს, ის თვლის, რომ ეს მიწა და ეს სახელმწიფო მისია და არა თქვენი, არა ილია ჭავჭავაძის და არა ჟიული შარტავასი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ რუსთავში, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 31 ოქტომბერს ხალხი დაამტკიცებს, რომ თაობებს ტყუილად არ უბრძოლიათ.

„ორი წლის წინ 2018 წლის არჩევნებში ორივე ტურში, რუსთავმა დასცა ოლიგარქი, რუსთავმა დაამარცხა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდელი ოლიგარქი, რომელიც წლების განმავლობაში ხალხის ხარჯზე მდიდრდება და მდიდრდება და ხალხიდან ამონაგები თანხით ხალხის საწინააღმდეგოდ და საზიანოდ ხარჯავს ფულს. გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, რუსთავმა ჩვენ გვასწავლა გამარჯვება, თქვენ იცით გამარჯვების ფასი, გემო და 31 ოქტომბერს თქვენ გაიმარჯვებთ კიდევ უფრო უპირობოდ და განსხვავება იცით რა იქნება? - ახლა უკვე თქვენ, რუსთავს და რუსთაველებს აგყვებათ ყველა: გლდანი, ისანი, ზუგდიდი, წყალტუბო, ქუთაისი, ბათუმი და მთელი საქართველო. ეს დიდი პატივია ჩვენთვის, რომ რუსთაველები ხართ ესეთი მებრძოლი ხალხი, რომლებმაც უჩუმრად, რუდუნებით და ძალიან დიდი შრომით, საკუთარი უსაფრთხოების და სიცოცხლის ხარჯზე ორი წლის წინ ორივე ტურში მოიპოვეთ გამარჯვება. ხალხო, ისტორია გვიკრძალავს ჩვენ მარცხს, ისტორია გვიკრძალავს ქართველ ხალხს მარცხს, მაშასადამე ჩვენ აუცილებლად ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ და ამით გაიმარჯვებს თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში, ღირსება და კანონიერება.

ოლიგარქს არ უწერია ამ ქვეყნის ხელში ჩაგდება სამუდამოდ. რა არჩევანის წინაშე ვდგავართ - ერთ მხარეს დგას ვინ თუ რა?! - არავინ, მხოლოდ ოლიგარქი და მეორე მხარეს საქართველოს მოქალაქე, ამაყი თავისი ქვეყნის წარსულით და მდიდარი ქართული კულტურითა და ისტორიით. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხალხი არაფერს ნიშნავს, ის თვლის, რომ ეს მიწა და ეს სახელმწიფო მისია და არა თქვენი, არა ილია ჭავჭავაძის და არა ჟიული შარტავასი, მაგრამ 31 ოქტომბერს ხალხი - მისი უდიდებულესობა რუსთავის ჩათვლით, დაამტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ თაობებს ტყუილად არ უბრძოლია, მაშასადამე საქართველო რუსთავისთვის, რუსთავი საქართველოსთვის და არა რუსეთისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა