ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ მედია ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად ბოლო 24-საათში კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვალების შემთხვევა გუდაუთის კოვდის ცენტრში დაფიქსრდა.

ამავე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 3739-ს აღწევს. 1462 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 35 პირი კი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა