ბორჯომის მერიის მხარდაჭერით თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ჩატარდა

21-25 ოქტომბერს, ბორჯომის მერიის მხარდაჭერით თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ჩატარდა. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, კონკურსი 4 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.
„გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ ოთხივე კატეგორიაში წარმატებული მუსიკოსები. ფესტივალის I ასაკობრივ კატეგორიაში, ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები წარმატებით წარდგნენ. პატარა პიანისტებმა საპრიზო ადგილები დაიმსახურეს და 200 ლარის ოდენობით ფულადი თანხით დაჯილდოვდნენ.კერძოდ: I ადგილი - ლიზი ხაჩიძე, I I ადგილი - ილია ალთუნაშვილი.
კონკურსის მონაწილეები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის წევრები: თათა
ლიჩელი, მანანა დოიჯაშვილი და ვატო ჟორდანია იყვნენ. ფესტივალის მასპინძელი სასტუმრო Crowne Plaza Borjomi იყო.
კონცერტების ციკლში მონაწილეობა მიიღეს: ბექა გოჩიაშვილმა, ვალერიან შიუკაშვილმა, გიგი პიანომენმა და თამარ ლიჩელმა.
შეგახსენებთ,რომ თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ღვაწლმოსილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თენგიზ ამირეჯიბის საპატივსაცემოდ დაარსდა. 2017 წელს კონკურსს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. კონკურსის მიზანი კლასიკური მუსიკით ახალგაზრდების დაინტერესება და მათი საშემსრულებლო დონის ამაღლებაა”,-აღნიშნულია ბორჯომის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























