ბადრი ესებუას ძმა - ჩემ ძმასა და „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს შორის არანაირი მსგავსება არ არის - ჩემი ძმა თბილისშია, სამკურნალოდ არის წასული

ბიძინა ესებუას განცხადებით, მის ძმას, ბადრი ესებუასა და „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს შორის არანაირი მსგავსება არ არის. როგორც მან ჟუნალისტებს სამეგრელოში, სოფელ გრიგოლიშში განუცხადა, მისი ძმა, ბადრი ესებუა ამ დროისთვის თბილისში იმყოფება და მის მიმართ ცილისწამებას აქვს ადგილი.

„ჩემი ძმა სავარაუდოდ, ხვალ უნდა მოვიდეს. დანარჩენ კომენტარს თვითონ გააკეთებს. მე ცალკე ვცხოვრობ, ზუსტად არ ვიცი, სად იმყოფებოდა 21 ოქტომბერს. ბადრისა და იმ დამნაშავეს შორის არანაირი მსგავსება არ არის. ნიკა გვარამია რომ ბრძანებს, ასე არ შეიძლება, ეს არის ცილისწამება. არანაირი მსგავსება არ არის სიმაღლეში. ჩემი ძმა თბილისშია, სამკურნალოდ არის წასული. ორშაბათს, თუ სამშაბათს წავიდა, ზუსტად არ მახსოვს... აქ, არანაირი სპეცოპერაცია არ ჩატარებულა, დამნაშავე რომ ყოფილიყო, ამას თვითონ პოლიციელები გაარკვევდნენ. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ბიძინა ესებუამ

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი სავარაუდოდ, ბადრი ესებუაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს