თენგიზ ცერცვაძე - უსიმპტომო პაციენტებმა სისხლის გამათხელებელი საშუალებები თვითნებურად არ უნდა მიიღონ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თრომბოებოლიის მაღალი რისკის პაციენტებს კოვიდსასტუმროებში ე.წ. D-დიმერის ანალიზი ჩაუტარდებათ.

როგორც ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, იგეგმება, რომ მომავალში აღნიშნული ანალიზი სახლში მყოფ ინფიცირებულ პაციენტებსაც გაუკეთდეთ, თუმცა ამ ეტაპზე ეს მხოლოდ კოვიდსასტუმროებში მყოფ პირებს შეეხებათ.

„ერთ-ერთი სერიოზული გართულება, რომელიც იშვიათად, თუმცა შესაძლოა, მაინც განვითარდეს, საბედნიეროდ, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, ესაა თრომბოებოლია. რამეთუ კოვიდ 19-ის ერთ-ერთი ვერაგი თვისება ის არის, რომ ის მოქმედებს ნეგატიურად სისხლის შემდედებელ სისტემაზე და ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას, მათ შორის უსიმპტომო ავადმყოფებშიც.

პაციენტი მიეკუთვნება რისკის ჯგუფებს თრომბოებოლიური გართულებისთვის, თუ ესენი არიან 40 წელს, განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებული ადამიანები, თუ მათ აქვთ ვენის ვარიკოზი, ანამნეზში ჰქონდათ ან ოჯახის წვერებს ჰქონდათ თრომბოებოლიური გართულება, ან მათ აქვთ რაიმე ტრავმა განსაკუთრებით ქვემო კიდურების და ხერხემლის არეში. რისკ ფაქტორი არის ასევე ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი და სხვა. სასურველია გამოკვლევა ე.წ. D-დიმერის და სწორედ ამაზე ვამბობდი, რომ სამინისტროში შევიტანეთ მინიმალური პაკეტი სისხლის საერთო ანალიზის და D-დიმერის განსაზღვრაზე და ახლა უკვე მიდის ამის საკანონმდებლო უზრუნველყოფა. ჯერჯერობით ამის გაკეთება მოხდება კოვიდსასტუმროში. ონლაინ ექიმები შეეცდებიან, რომ ვინც დატვრთულია ასეთი ანამნეზით, რომ მომატებული რისკი აქვს, ის სასტუმროში მოახვედრონ, ხოლო სახლში ისინი დატოვონ, ვისაც ეს რისკფაქტორები არ აქვს. მომავალში გათვალისწინებულია სახლშიც“,- განაცხადა ცერცვაძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა მედიკამენტებზე, რომელსაც მისი ინფორმაციით, მოქალაქეები თრომბოებოლიის პრევენციისთვის იყენებენ.

ცერცვაძის თქმით, სისხლის გამათხელებელი საშუალებების ექიმის გარეშე მიღება რეკომენდირებული არ არის,

„მე მომდის ინფორმაცია, რომ პაციენტები იმარაგებენ კარდიოასპირინს, კარდიომაგნილს, ტრომბოასპირინს, ან სვამენ ე.წ. სისხლის გამათხელებელ საშუალებებს ექიმის დანიშნულების გარეშე. ამის რეკომენდაციას ვერ მივცემთ. არავითარი სისხლის გამათხელებელი საშუალებები თვითნებურად არ უნდა მიიღონ, რამეთუ მხოლოდ ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს, კონკრეტულად ამ პაციენტმა რომელი გამათხელებელი უნდა მიიღოს. მაგალითად, ასპირინის პრეპარატები მოქმედებს მხოლოდ ტრომბოციტების რგოლზე და სხვა ფაქტორებზე არ მოქმედებს. მინდა მივმართო ერთი რეკომენდაციით, იმ პაციენტებმა რომელთაც კარდიოასპირინი, კარდიომაგნილი, ტრომბოასპირინი ჰქონდათ დანიშნული მისი მკურნალი ექიმის მიერ სხვა ქრონიკული დაავადებების გამო და თუ ამ პრეპარატებს ადრე იღებდნენ, უნდა გააგრძელონ მიღება, მაგრამ თუ არ იღებენ, უსიმპტომო კოვიდის გამო არ უნდა დაიწყონ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში