ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 285 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3839-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 128 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1464 გახდა.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 100 შემთხვევა გამოვლინდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა