სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო. მისი თქმით, აკადემია ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება.

„საქართველოს ფეხბრუთის ფედერაციის მხარდაჭერით, სოფელ რუხში, ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ის ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ბავშვისთვის ეს იქნება მოტივაცია, ჩაერთონ ფეხბურთში და ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიონ. რუხის საფეხბურთო აკადემია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მისი განხორციელება პრიორიტეტულია”, -აღნიშნა გიგა ფარულავამ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სფფ-ის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობას საფუძველი 2019 წლის მაისში ჩაეყარა.

„პროექტის მიხედვით, ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, აშენდება გასახდელები, ტრიბუნები და ფეხბურთელთა საცხოვრებელი კომპლექსი. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად სხვა საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ფეხბურთის აკადემიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აშენებს და სამუშაოები ნოემბრის თვეში დასრულდება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა