ნინო ბურჯანაძე - "ოცნება" ეცდება ხალხი შეაშინოს: აი, „ნაცები“ მოდიან - არა, „ნაცები“ ვერ მოდიან, მაგრამ მთლიანი ოპოზიცია მოვა

მიხეილ სააკაშვილს თავისი მომხრეები ჰყავს, მაგრამ უფრო მეტია ის, ვისაც მისი ხელისუფლებაში მოსვლა არ უნდა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე ოქროს შუალედია დასაცავი, რადგან სააკაშვილის შიშით ვიღაცებმა ხმა ბიძინა ივანიშვილს არ მისცეს.

„დღეს ხმა აღარ იკარგება. თუ მაგალითად, 2012-2016 წლებში, ან „ნაცები“ გადიოდნენ ხელისუფლებაში, ან „ოცნება“, დღეს ეს რეალობა აღარაა, ვინაიდან არც ერთი ხმა არ იკარგება. ყველა პოლიტიკური ძალა თავისი პროცენტით შედის პარლამენტში. ახლა, რა თქმა უნდა, "ოცნება" ეცდება ხალხი შეაშინოს: აი, „ნაცები“ მოდიან - არა, „ნაცები“ ვერ მოდიან, მაგრამ მთლიანი ოპოზიცია ნამდვილად, დიდი ალბათობით, მოვა და ეს უკვე სხვა რამეა, ეს არის დაბალანსებული ყველა პარტია. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვაბალანსებთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს