ექიმის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 199 პაციენტიდან 48 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, 10 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

„გუშინ 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც უკვე გავწერეთ, ასევე 14 პაციენტი კოვიდ კარანტინში მოვათავსეთ, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. გასულ 24 საათში ჩვენს კლინიკაში 3 პაციენტი გარდაიცვალა",- აღნიშნა კიკაბიძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 262 კოვიდ დადებითი პაციენტი. საერთო ჯამში რეგიონში გამოჯანმრთელებულია 7072 პაციენტი.

უწყების ცნობით, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 545 ახალი შემთხვევა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა