თორნიკე რიჟვაძე - დღეს არსებული ეპიდვითარება საყურადღებოა, მაგრამ ამავე დროს აბსოლუტურად მართვადია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში სისტემური და მასშტაბური შეზღუდვები არ იგეგმება.
თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში საარჩევნო პროცესებში ჩართულ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ ჯანდაცვის რეკომენდაციები გაითვალისწინონ და წინასაარჩევნო შეხვედრებზე წესები დაიცვან.
„დღეს არსებული ეპიდვითარება, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ ამავე დროს აბსოლუტურად მართვადია.
თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებით, რომ არც ერთი ახლად გამოვლენილი დაინფიცირებული არ რჩება ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე.
ჯანდაცვის გუნდი სიტუაციის მართვას აგრძელებს და ქმნის სტაბილურობას, ამაში ყველამ უნდა შეგვიწყოს ხელი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოქალაქეებმა, მათი პასუხისმგებლობით, ამავე დროს ე.წ. პოლიტიკოსებმა, ეპიდრისკების თვალსაზრისით დაიოკონ მათი პოლიტიკური ვნებები და მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები",- აღნიშნა რიჟვაძემ.

























