იოსებ ხახალეიშვილი - ყველა პრობლემა მოგვარებადია, ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდება

იოსებ ხახალეიშვილი - ყველა პრობლემა მოგვარებადია, ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდება

პერმანენტულად ყველაფერი გაკეთდება, ისე როგორც ადრე, ეტაპობრივად. მთავარია, ეს ადამიანები იყვნენ მზად და გულღია თვითმმართველობასთან თანამშრომლობისთვის, ჩვენ მათ ყოველთვის მოვუსმენთ და დავეხმარებით, - ამის შესახებ "ქართული-ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის N4, ბარნოვისა და ხუნდაძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მოსახლეობას იოსებ ხახალეიშვილთან ერთად "ღამის შოუს" წამყვანი გიორგი გაბუნია ჯგუფთან ერთად შეხვდა, რომელიც მეორე დღეა, ქუთაისში იმყოფება და იოსებ ხახალეიშვილს და პარტია "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებს. ქუთაისის სამომავლო განვითარების პერსპექტივა, ინფრასტრუქტურული პროგრესი, მოქალაქეების აქტიური ჩართულობა ქალაქის იერსახის გალამაზებაში, კონკრეტული ქუჩის ინფრასტრუქტურული პრობლემები, ქუთაისური ღირებულებები, ურთიერთობები, განათლება, კულტურა და სპორტი - ეს ის თემებია, რომლის შესახებაც მერობის კანდიდატმა და ამომრჩევლებმა შეხვედრისას ისაუბრეს.

“ ინფრასტრუქტურული პრობლემების ყველაზე რთული ნაწილის მოგვარება სულ მალე, მომავალი წლიდან დაიწყება. პერმანენტულად ყველაფერი გაკეთდება, ისე როგორც ადრე, ეტაპობრივად. მთავარია, ეს ადამიანები იყვნენ მზად და გულღია თვითმმართველობასთან თანამშრომლობისთვის, ჩვენ მათ ყოველთვის მოვუსმენთ და დავეხმარებით", - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.