ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 467 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3952-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 118 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 36 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1474 გახდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავაც 36-ს შეადგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს