დიმიტრი შაშკინი - ყველაფერი დიდი ტრაგედიისკენ მიდის - ახალქალაქში „ოცნების“ აქტივისტებმა „ოცნების“ კანდიდატს სცემეს, იმდენად „აჭრილები“ არიან, ერთმანეთს სცემენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, გუშინ ბოლნისის რაიონში კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი მოხდა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ერთი პირი სცემეს, რომელმაც მაშინვე ჩვენება მისცა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა, შაშკინის თქმით, ახლა ძალოვანი უწყება ცდილობს, აღნიშნულმა პირმა ჩვენება შეცვალოს და ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალოს.

„იდენტიფიცირებული იყო ყველა მოძალადე, თუმცა იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცავებს ძალადობის ფაქტზე რეაგირება მოეხდინათ, ამ ადამიანზე ზეწოლა მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, შსს და სუს-ი ცდილობს, „დაამუშავოს“ ეს ადამიანი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი დაადოს. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, „ნაციონალური მორაობა“, გაერთიანებული ოპოზიცია არ აპირებს არანაირ ძალადობას. ჩვენ ამ საქმით დაკავებულები არ ვართ. ჩვენ ეს არჩევნები მოგებული გვაქვს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები წააგო მაშინ, როდესაც შექმნა ბანდები, რომლებიც ძარცვავენ და იპარავენ. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო შსს-ს, არსებობს ამ ადამიანის ჩვენება, რომელიც არის ჩაწერილი კამერების მეშვეობით, ასევე მოწმის ჩვენება, რომელიც დეტალურად ასახავს, თუ რა მოხდა, როგორ სცემეს ეს ადამიანი. მინდა ვთხოვო შსს-ს, მიიღეთ ზომები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი ძალიან დიდი ტრაგედიისკენ მიდის“,-განაცხადა შაშკინმა.

მისი განმარტებით, არც ერთ მსგავს ძალადობის ფაქტს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. „მინდა გითხრათ, რომ ეს ძალადობა უკვე გადადის სხვა რაიონებზე, მაგალითად ახალქალაქში „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა სცემეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი. ანუ, უკვე იმდენად „აჭრილები“ არიან, ერთმანეთს სცემენ“,- განაცხადა შაშკინმა.

იხილეთ ვიდეო: "ნაციონალური მოძრაობა" ბოლნისში ნადიგ ბაირამოვის ცემის ფაქტზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია