ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Рес-ი ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, რეგიონში კოვიდ 19-ს კიდევ ერთი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.

კოჩიევას თქმით, გარდაცვლილი 52 წლის მამაკაცია, რომლის დაღუპვის მიზეზი გართულებული პნევმონია გახდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში ეპიდსიტუაცია რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გაუარესდა. მათი მონაცემებით, 15 სექტემბრიდან დღემდე რეგიონში 580 ადამიანი დაინფიცირდა.