მურთაზ ზოდელავა - ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალადობის წინააღმდეგი

მურთაზ ზოდელავა - ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალადობის წინააღმდეგი

ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალადობის წინააღმდეგი , - ასე გამოეხმაურა ,,ძალა ერთობაშიას" ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

მისივე შეფასებით, ძალადობის წინააღმდეგია ყოველი ადამიანი, ყოველი ოჯახი.

,,ნაციონალური მოძრაობის“ არსებობის განმავლობაში, (ჩვენ ვართ პარტია, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია არსებობს და ამ ქვეყნის პოლიტიკის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ნაწილია, თუ ძირითადი არა) ყოველთვის ვიყავით ძალადობის წინააღმდეგი, ვინც არ უნდა ჩაატაროს კვლევა ამასთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოების აზრს გაიგებს, რომ ძალადობის წინააღმდეგია ყოველი ადამიანი, ყოველი ოჯახი , ეს არჩევნებიც უნდა ჩატარდეს იმგვარად, რომ ,,ქართული ოცნება“ მშვიდობიანად, ეკონომიკური ექსესების გარეშე, ყოველგვარი არეულობის გარეშე გავისტუმროთ ოპოზიციაში და ჩვენი პარტიის ერთადერთი და სწორი მიდგომა არის ეს მიდგომა ,“- განაცხდა მურთაზ ზოდელავამ.

ცნობისთვის, როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, „რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა კომპანიამ - „აიპიემ“-მა დაკვეთილი კვლევის ანკეტაშიც ჩაწერა კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ, ხოლო კითხვის პასუხებს შორის მოქალაქეებს შესთავაზეს „გამაოგნებული პასუხი“ - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება“.

„ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს! ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი და არანაკლებ გამაოგნებელია მათი პარტნიორი კვლევითი კომპანიის წარმომადგენლების რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ კვლევითი კომპანიები ინფორმირებულები არიან და იციან მოსახლეობის რეალური განწყობები.