ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 458 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4058-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 118 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 40 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 597 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2071 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავაც 36-ს შეადგენს.

























