სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში ადმინისტრაციული შენობა დააზიანეს, სავარაუდოდ, აფეთქებულია კარი და ჩამსხვრეულია მინები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ადმინისტრაციული შენობა დააზიანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, აფეთქებულია კარი და ჩამსხვრეულია მინები.
მათივე თქმით, ასევე დაზიანებულია შენობაში დამონტაჟებული ბანკომატი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მინდინარეობს რაც - ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

























