ფოთში ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს

ფოთში ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს

ფოთში, მალთაყვის უბანში, ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს. მერის წარმომადგენლის, უჩა დოლიძის თქმით, წაღებულია კომპიუტერის ორი პროცესორი. მისივე თქმით, დამნაშავეები, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.