ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის რამდენიმე მონაწილემ კარვებიც გაშალა. აქტივისტების განცხადებით, პროტესტის გაგრძელებას მანამდე აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება ჰესის მშენებლობის პროცესს არ შეაჩერებს.
„ჩვენ ვერ მივცემთ ხელისუფლებას იმის უფლებას, გააგრძელოს ეს საშიში პროექტი. სეისმურად აქტიურ და მეწყერსასიშ ზონაში 100 მეტრი სიმაღლის კაშხლის აგება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიას, არამედ ქუთაისს და მთლიანად დასათვლეთ საქართველოს", - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები მაკა სულაძე.

























