ქუთაისში აქცია სახელწოდებით - არა სააკაშვილს, არა ბოკერიას, არა ნაცმოძრაობას და მის ნამსხვრევებს გაიმართა

"არა სააკაშვილს, არა ბოკერიას, არა ნაცმოძრაობას და მის ნამსხვრევებს, - ასეთი დევიზით ქუთაისში აქცია - მსვლელობა გაიმართა.
აქციის მონაწილეები მსვლელობის შემდეგ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და გააკეთეს მოწოდება #ქუთაისი ნაცების გარეშე. მათი განცხადებით, მათი მიზანია, ყველამ დაინახოს, რომ ქუთაისელთა უმეტესობა მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს.
აქციას მოგვიანებით პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებს ია მეტრეველმა მიმართა.
"რაც შეეხება ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანს, მე ვარ სააკშვილის 9 - წლიანი რეჟიმის მიერ განადგურებული, ბუტა რობაქიძის დედა, ჩემი შვილი სრულიად უდანაშაულო დახვრიტეს ქუჩაში. აქ არიან ასევე ის დედები და ოჯახის წევრები, რომლებიც ასევე ქუჩაში დახვრიტეს. იმიტომ ჩამოვედი, რომ სრულიად საქარველოს გავაგონო ხმა, ვინც განაწყენებულია "ოცნებაზე", ზეგ არის გადამწყვეტი არჩევნები და სრულიად საქარველოს ვთხოვ გაიხსენეთ, სად ვცხოვრობდით 9 წელი, სწორედ ამის მოწოდება მინდა! ყველანი მივიდეთ არჩევნებზე", - განაცხადა ია მეტრეველმა.

























