ვლადიმერ პუტინი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეთნიკური დაპირისპირებით დაიწყო.

„მაშინ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად არანაირი ქმედითი ზომები არ მიიღო და სომხებმა იარაღი აიღეს. ეს კი იქამდე მივიდა, რომ მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის კიდევ 7 რაიონი სომხეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ამ შვიდ რაიონს არანაირი კავშირი არ აქვს ეთნიკურ კონფლიქტთან და სომხეთთან. პირველ რიგში, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა და აზერბაიჯანი აცხადებს: ჩვენ გვაქვს უფლება, დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები და მოვაგვაროთ მთიანი ყარაბაღის საკითხი. ყველას თავისი სიმართლე აქვს. აქ არ არსებობს მარტივი გამოსავალი, რადგან კვანძი ძალიან რთულადაა შეკრული“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა