მიხეილ სააკაშვილი - გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ძალიან სწრაფად ხელში აღება

მინდა ვუთხრა ივანიშვილს, გადმოიხედე ზემოდან და კარგად შეხედე ამ ხალხს, არ წაგიცდეს ხელი გაყალბებაზე, რადგან გაყალბებაზე პასუხი იქნება ძალიან მკაცრი , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიმართვისას განაცხადა.

მან ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გააფრთხილა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, პასუხს პირადად და ძალიან მკაცრად გასცემს.

„პასუხი არ იქნება უკან დახევა და დაჩმორება. გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ძალიან სწრაფად ხელში აღება. პირადად, პასუხი გაგეცემა ძალიან მკაცრად“, - მიმართა სააკაშვილმა ივანიშვილს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას წმინდა გიორგი „უმაგრებს ზურგს“.

„რამდენიმე საათი გვაშორებს გამარჯვებას. წყნარად გადაიბარეთ ხელისუფლება, შემდეგ გადავაბაროთ ხელისუფლება ქართველების ახალ თაობას, რომელიც თავისუფლებაში დაიბადა. მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყანა საუკეთესო მომავალს იმსახურებს. წმინდა გიორგი, რომელიც მიმაგრებს ზურგს, წმინდა გიორგი, რომელიც დაგყურებთ ზემოდან, თქვენ დაგყურებთ ერთი მხრივ, შეშინებული და დამფრთხალი ივანიშვილი და მეორე მხრივ, წმინდა გიორგი. ჩვენი გზა აღარ არის ივანიშვილის გზა “, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის თანამდებობისთვის არ იბრძვის.

„ჩემი ამოცანა არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, საერთოდ არ მაინტერესებს არცერთი კაბინეტი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა