„საქნახშირი“ - ტყიბულის შახტებზე ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

ტყიბულის შახტებზე ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს”, - ამის შესახებ „საქნახშირის" განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ნათქვამია, რომ „საქნახშირში“ სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით, „მინდელისა“ და „ძიძიგურის“ სახელობის შახტებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო კომპანია DMT-სთან თანამშრომლობით და მათი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

DMT სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მოპოვების ტექნოლოგიური სქემა, რომელიც დასაქმებულების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და წარმოების დროს ამცირებს.

უსაფრთხოების ინჟინერიის, მტვრისა და გაზის კონტროლის უწყვეტი მონიტორინგის პროცესში უცხოული სპეციალისტები აქტიურად იყვნენ ჩართულები. უსაფრთხო სამუშაოების ორგანიზების მიმართულებით მოხდა საწარმოს ყველა თანამშრომლის გადამზადება და მათი ცოდნის შემოწმება. „საქნახშირის“ ხელმძღვანელობამ ფეთქითი სამუშაოების ორგანიზების პრინციპებში ცვლილებები DMT-ს რეკომენდაციების შესაბამისად შეიტანა. სავენტილაციო სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციების მისაღებად კვლევები უცხოელმა ექსპერტებმა ჩაატარეს. შრომის უსაფრთხოებისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩამოყალიბდა ტექნოლოგიური პროცესის მართვის ახალი მიდგომა. აღნიშნული ცვლილებების განხორციელება და მიმდინარე სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში კონტროლდება (მათ შორის ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების გამოყენებით).

ამასთან, ქვა-ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა აღიჭურვა შესაბამისი ახალი მოწყობილობებით. გარემონტდა და დამზადდა ახალი სახალხო ვაგონები; განხორციელდა მიწისქვეშა გვირაბების გაყვანითი, სარეაბილიტაციო და გადამაგრებითი სამუშაოები. „ძიძიგურის“ შახტაში, თანამშრომლების გადაადგილებისა და მასალების გადატანის პროცესის გასაუმჯობესებლად, მთის გზაჯვარედინზე (+350 ჰორიზონტზე) 900 სიგრძივი მეტრის მოცულობის სარკინიგზო ლიანდაგი აღდგა; ჩატარდა საველე გზის აღდგენითი სამუშაოები; მოხდა გამოუყენებელი მასალების გატანა; საწარმო აღიჭურვა ჰაერისა და გაზის უწყვეტი კონტროლის ხელსაწყოებით (რომლებიც მანამდე არ გამოიყენებოდა). სამთო განვითარების პროგრამის შესაბამისად, დაიწყო ახალი ველების მომზადების სამუშაოები.

ასევე, გამყოლებისა და გამბრჯენების შესაცვლელად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს დამხმარე და სასკიპე ჭაურებში (სამუშაოები დაიწყო გრაფიკის შესაბამისად). „ძიძიგურის“ უბანზე, დამხმარე ჭაურში გამოიცვალა მზიდი ბაგირები და მიმდინარეობს გრაფიკით შედგენილი სარემონტო სამუშაოების წარმოება. ყველა ელექტრო, სტაციონარულ დანადგარებზე და კომპრესორზე ჩატარდა რიგი კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. შეკეთდა ამწე მანქანის სამუხრუჭე სისტემა.

კეთილმოწყობის სამუშოები ჩატარდა ზედაპირულ კომპლექსზეც: კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სასადილოს. დამზადდა წყლის გამაცხელებელი ქვაბი (რომელიც 2018 წლიდან აღარ მუშაობდა) და ამჟამად მიმდინარეობს მისი ინსტალაცია. ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო კომბინატში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა აბანო-გარდერობებსა და დამხმარე სათავსოებს. მიმდინარეობს თანამშრომლების პირადი აღჭურვილობისა და საჭირო ეკიპირებ სრულად განახლების პროცესი. გარდა ამისა, დამტკიცდა ახალი საშტატო განაკვეთი და 20-35%-ით გაიზარდა ხელფასები.

შახტების სრული რეკონსტრუქციის გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამის მიხედვით, 2021 წლისთვის წარმოება თვეში 30 000 ტონამდე გაიზრდება. გარდა ამის, ზედაპირიდან +175 ჰორიზონტამდე იგეგმება დახრილი ჭაურის გაყვანა.

ინფრასტრუქტურის განახლებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.

ინფორმაციას „საქნახშირი” ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს